воскресенье, 23 марта 2014 г.

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
შევცვალოთ ჩვენი ოთახი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა:  ფიდურის ფართობი. მართკუთხედის ფართობის გამოთვლა.
მოსწავლეები გამოთვლიან თავიანთი ოთახის ზედაპირის ფართობს, შეარჩევენ ოთახის რემონტისათვის საჭირო მასალებს.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ მათემატიკა (გეომეტრია) სხვადასხვა კვლევებისათვის რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები დაგეგმავენ მომავალს ისე, რომ შეძლონ თავიანთი ოცნების ოთახის შექმნა.
გაიგებენ, როგორ შეუძლია გეომეტრიას დაეხმაროს გარემოს შეცვლაში.
გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მონაწილეთა ასაკი
VI კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებმა გამოთვლონ თავიანთი ოთახის ზედაპირის ფართობი.
შეარჩიონ ოთახის რემონტისათვის საჭირო მასალები.
მოახდინონ გაზომვები და შედეგების ორგანიზება ცხრილებში. ის ზომები  რომელთა გაზომვა შეუზლებელია, მოიძიონ. (ინტერნეტი, კომპეტენტური პირები)   შეადგინონ  სივრცული ფიგურების  შესაბამისი ნახაზები.
გამოთვალონ ფიგურების ფართობ.
შექმნან თემასთან დაკავშირებით  ვიდეო და გრაფიკული მასალა.
შეადგინონ პრეზენტაციები.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და  კრიტიკული აზროვნების  უნარ-ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი), გაზომვითი სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები დაგეგმავენ მომავალს ისე, რომ შეძლონ თავიანთი ოცნების ოთახის შექმნა.
გაიგებენ, როგორ შეუძლია გეომეტრიას დაეხმაროს გარემოს შეცვლაში.
გამოიანგარიშებენ თავიანთი ოთახის კედლის ფართობს,
მოიძევენ ინფორმაციას როგორ და სად შეიძინონ შპალერის რულონის ფერისა და ღირებულებების შესახებ.
დაეხმარებიან უფროსებს ოთახის რემონტისათვის საჭირო თანხის გამოანგარიშებაში.
მოსწავლეები აწარმოებენ გაზომვით სამუშაოებს, იღებენ ინტერვიუებს იმ კომპეენტური პირებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ საკვლევი თემის ირგვლივ და ქმნიან და  ავსებენ სამუშაო ფურცლებს(ცხრილებს),შედეგად  ქმნია ნახაზებს და დიაგრამებს.
აგროვებენ და იღებენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას, ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ. VI.7.    მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·      აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
მათ. VI.9.    მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი, სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;
მათ. VI.10.  პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ფარავს ბრტყელ ფიგურას კვადრატული ერთგვაროვანი ბადით და აფასებს მის ფართობს (მაგალითად, ითვლის ფიგურის მთლიანად დასაფარავად საჭირო კვადრატების მინიმალურ რაოდენობას და მათგან ფიგურის შიგნით მოთავსებულ კვადრატების რაოდენობებს და აფასებს ფართობს, როგორც ამ ორ რიცხვს შორის მოთავსებულ სიდიდეს);
·      რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით); იყენებს ფართობის ადიციურობას ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად
პროექტის ხელმძღვანელი
ხათუნა კაპანაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий